კულტურა,პოლიტიკა

განათლების როლი არაბულ რევოლუციებში

2 Jul , 2015  

 

მრავალი მკვლევარი არაბული გაზაფხულის მიზეზების კვლევისას აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ ფაქტორებზე, თუმცა არ შეიძლება უყურადღებოდ დავთოვოთ ის ფაქტორები, რამაც ქვეყნები ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. არაბული გაზაფხულის გამომწვევი მიზეზები მრავალრიცხოვანი და კომპლექსურია და, ეჭვგარეშეა, რომ ვერ მიეწერება მხოლოდ ერთ ფაქტორს. ბევრი ექსპერტი საუბრობს იმ დიდ როლზე, რომელიც სოციალურმა მედიამ შეასრულა. სხვები მიუთითებენ ფესვგადგმულ ფრუსტრაციაზე კორუფციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ლეგიტიმურბის საკითხზე, საგარეო პოლიტიკაზე და ა.შ.

მრავალი მკვლევარი არაბული გაზაფხულის მიზეზების კვლევისას აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ ფაქტორებზე, თუმცა არ შეიძლება უყურადღებოდ დავთოვოთ ის ფაქტორები, რამაც ქვეყნები ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. არაბული გაზაფხულის გამომწვევი მიზეზები მრავალრიცხოვანი და კომპლექსურია და, ეჭვგარეშეა, რომ ვერ მიეწერება მხოლოდ ერთ ფაქტორს. ბევრი ექსპერტი საუბრობს იმ დიდ როლზე, რომელიც სოციალურმა მედიამ შეასრულა. სხვები მიუთითებენ ფესვგადგმულ ფრუსტრაციაზე კორუფციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ლეგიტიმურბის საკითხზე, საგარეო პოლიტიკაზე და ა.შ.

თუმცა, ექსპერტების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია დემოგრაფიაზე – განსაკუთრებით, ახალგაზრდების სიჭარბეზე. სწორედ ამ ახალგაზრდების კლასის წარმომადგენელი იყო მუჰამედ ბუაზიზი, გამყიდველი, რომელმაც 2010 წელის 17 დეკემბერს საჯაროდ დაიწვა თავი. მას, რა თქმა უნდა, წინასწარ არ ჰქონდა განჭვრეტილი, რომ ის გახდებოდა არაბული სამყაროს მოტივატორი. ინსპირაცია ამბოხებებისა, რომლიც ტუნისში დაიწყო და მოიცვა არაბული სამყარო და,  რომელთაც,  საერთაშორისო თანამეგობრობამ „არაბული გაზაფხული“ უწოდა. „ბუაზიზი გახდა არაბული გაზაფხულის ინსპირაცია არა იმიტომ, რომ ის იყო განსაკუთრებული, არამედ იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა სავსებით არ იყო უნიკალური“ (Mulderig, An Uncertain Future:Youth Frustration and the Arab Spring, 2013).

განათლებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ამბოხებებში ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, რომ განათლებული ახალგაზრდობა იყო განუყრელი  ნაწილი იმისა, რასაც დღეს „არაბულ გაზაფხულს“ ვეძახით. თუმცა, მათ არ აღუნიშნავთ, რომ მიუხედავად სკოლაში არაერთი წლის გატარებისა, ბევრმა მათგანმა მაინც ვერ მიიღო კვალიფიციური განათლება. განათლების ეს დონე განაპირობა წარუმატებელმა საგანმანათლებლო რეფორმებმა არაბულ სამყაროში.

იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომელსაც ახალგაზრდების უპირატესი რაოდენობა ქმნიდა არაბულ ქვეყნებში, ბევრმა არაბულმა ქვეყანამ დაიწყო მასიური საგანმანათლებლო რეფორმები 1970-იან 1980-იან წლებში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ახალგაზრდების მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებში, გააუმჯობესა განათლების ხელმისაწვდომობა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, აგრეთვე, ღარიბი და სხვა დაუცველი ფენებისთვის. ამ ყველაფერმა შეამცირა სხვაობა სასწავლო დაწესებულებეში ჩარიცხულთა და დამთავრებულთა შორის და შეამცირა წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვი.

 

2008 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბევრი არაბული ქვეყანა დებს სახელმწიფო ხარჯების 15% საგანმანათლებო პროგრამებში ( The International Bank for Reconstruction and Development; The World Bank, 2008).  ამის შედეგად, დაწყებითი განათლება თანდათანობით უფრო ვრცელდება  ამ რეგიონში. უწიგნურობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა უახლეს თაობაში. თუმცა, როდესაც არაბი ახალგაზრდები მოწმდებიან უნარებსა და ცოდნაზე, რომელიც განათლების ამა თუ იმ საფეხურზე მიიღეს, განათლების პროგრესი არაბულ სამყაროში მირაჟად ჩანს. არაბი სტუდენტები იღებენ მნიშვნელოვნად დაბალ ქუელბს საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით. ამისი ნათელი მაგალითია 2005 წლის ეგვიპტური დემოგრაფიული და ჯანმრთელობის კვლევა – გოგონათა მხოლოდ 49.7%-მა  სკოლის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური სასკოლო ასაკიდან, შეძლო ჩაებარებინა ცოდნის საბაზისო ტესტი. 2008 წელს მსოფლიო ბანკი ამტკიცებდა, რომ არაბულ სამყაროში განთლების მიმღებთა რაოდენობის ზრდა, შესაბამისი გაუმჯობესებული საგანმანათლებლო სისტემის გარეშე, იყო ეკონომიკური ზრდის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ბევრ არაბულ რეგიონში (Mulderig, An Uncertain Future:Youth Frustration and the Arab Spring, 2013).

რა წავიდა არასწორად? რატომ ვერ გაამართლა განათლებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა და ვერ გამოიწვია ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების გაჩენა და შესაძლებლობების გაფართოება ახალგაზრდებისთვის? პასუხი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ძირითადი პრობლემა არის  ქრონიკული დარღვევები განათლების სისტემასა და სამუშაო ბაზარს შორის. ბევრ ქვეყანაში, მეტი განათლება ნიშნავს ნაკლებ რისკს დაუსაქმებლობის მხრივ, მაგრამ არა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკასში. განსაკუთრებით, თუ ქალი ხარ. ეგვიპტელი ახალგაზრდა,  უნივერსიტეტდამთავრებული მამაკაცების ¼ დაუსაქმებელია, ხოლო ქალებში ეს რიცხვი ½-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, რთული არაა იმის მიხვედრა, თუ რატომ ლიდრეობდნენ ახლაგაზრდათა ჯგუფს უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდები ტაჰრირის მოედანზე (Watkin, 2011).

ბრუკინგის ინსტიტუტების ანალიტიკოსები საუბრობენ იმ სამ ძირითად პრობლემაზე, რომელის წინაშეც არაბული საგანამანათლებლო სისტემა დგას. პირველი ეს არის დაბალი ხარისხი. კევინ უოტკინსის მიხედვით, საგანმანათლებლო სისტემას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აქვს შემდეგი დეფექტები: პედაგოგები, რომლების ცუდად არიან მომზადებულები – მათი როლი საზოგადოებაში არ არის სათანადოდ დაფასებული, აქცენტი კეთდება მასალის დაზეპირებაზე და არა კრიტიკულ აზროვნებაზე, სასწავლო პროგრამა, რომელიც არა თუ ვერ ამზადებს მათ სამსახურისთვის, არამედ სწავლების შემდეგ საფეხურზე გადასავლელ სათანადო ცოდნასაც ვერ აძლევს. მეორე პრობლემა გახლავთ – შეუსაბამობა. განათება, რომელსაც ახლაგაზრდები იღებენ, არ შეესაბაბემა იმ მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა სამუშაოს დასაწყებად. რა თქმა უნდა, განათლების გარდა, არაერთი პრობლემაა არაბულ სამყაროში, რომელთა გამოც ქვეყნები ვერ უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილებს, თუმცა განათლების შეუსაბამობა მაინც რჩება ერთ-ერთ ძიერულ პრობლემად. ახალგაზრდები არიან ე.წ „მოლოდინის რეჟიმში“. ეს არის ხანგრძლივი, თუ არა მუდმივი, მოლოდინი, რომელის დროსაც არაბი ახალგაზრდა ეძებს სამსახურს, სწავლის დამთავრების შემდეგ. მესამე პრობლემა გახლავთ – უსამართლობა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლაში ინვესტიციას სახელწმიფო დებს, მაინც რჩება მოსახლეობის ნაწილი, ღარიბი ფენა, რომელსაც წვდომა არ აქვს საგანმანათლებლო სისტემებთან, რომ აღარაფერი ვთქვათ გენდერულ პრობლემაზე, რომელიც ამ სფეროშიც ისეთივე პრობლემური, როგორც სხვა სფეროებში არაბულ რეგიონში.

ხარისხიანი განათლება ვერ აღმოფხვირს ყველა იმ მოთხოვნას, რამაც გამოიყვანა ამ რაოდენობით ახალგაზრდობა საპროტესტო აქციებზე. მაგრამ, მეტი ყურადღების გარეშე, ისეთი პრობლემა როგორიცაა დაბალი ხარისხის, შეუსაბამო და უსამართლო საგანმანათლებლო სისტემა, მოუტანს რეგიონს კიდევ არაერთ პრობლემას. ახალგაზრდები, რომელთა რაოდენობა 2035 წლისთვის, სავარაუდოდ,  100 მილიონს შეადგენს, გახდება რეგიონის სერიოზული გამოწვევა და არა შესაძლებლობა უკეთესი მომავალისთვის (Adams & Winthrop, 2011)

შედეგი განათლების რეფორმების წარუმატებლობისა, არიან იმედგაცრუებული სტუდენტები და უმუშევრობის მაღალი დონე. ახალგაზრდებისთვის  შედარებით მრავალრიცხოვანი საშუალება განათლების მისაღებად არ გადაიქცა შესაბამის საშუალებად სამსახურის საპოვნელად. ახალგაზრდებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ არავითარი მიზნისთვის არ უსწავლიათ და უმიზნოდ დახარჯეს დრო. შედეგი წარუმატებელი რეფორმებისა იყო მასობრივი საპროტესტო აქციები. როგორც ბრუკინგის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ: „რევოლუცია მოაწყვეს არასათანადოდ განათლებულმა სტუდენტებმა, ამბოხებები იყო განპირობებული ცუდად განათლებული ახალგაზრდების მოთხოვნებითა და საჭიროებებით, რომელთა ცოდნა და უნარები ვერ აკმაყოფილება სწრაფად მზარდ საერთაშორისო მოთხოვნებს“. ამდენად, სანამ მითი კარგად განათლებული არაბი სტუდენტების შესახებ ხდებოდა დასავლეთში პოპულარული, ეგვიპტეში მიმდინარე რევოლუციის ფონზე და სხვა არაბული დემონსტრაციების დროს, სურათი არ იყო საკმაოდ ზუსტი: არაბი ახალგაზრდები არაიან ზედმეტად განათლებულები (რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი გადაღლილები არიან დაზეპირებით რომელიც ძირითადი მეთოდია არაბულ სამაყაროში და ვერანაირად ვერ ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას), არა კარგად განათლებულები და მათი ეს სტატუსი ახსენებთ თავს ყოველდღიურად, როდესაც სამსახურის პორვნას ცდილობენ.

უმუშევრობა განაპირობა სამუშაო ბაზრის წარუმატებლობამ შეეთავაზებინა სამსახურის რაოდენობა სხვადასხვა სექტორში, აგრეთვე სახელმწიფოს შეცდომებმა, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სათანადო და აუცილებელი განათლება და წრთვნა წარმატების მისაღწევად. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისთვის არის კვალიფიციური განათლება, რაც არაბულმა სახელმწიფოებმა ვერ უზრუნველყვეს.

ახალგაზრდთა უმუშევრობა არაბულ სამყაროში, სხვა რეგიონებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია. ახალგაზრდათა უმუშევრობა მერყეობს ყველაზე მაღალი დონიდან, რომელიც იემენშია (50%) ყველაზე დაბალ დონემდე გაერთიანებულ ემირატებში(12.1%). პროცენტული რაოდენობა ახალგაზრდებისა არაბულ სამყაროში, რომელთაც სურთ იპოვონ სამსახური, მაგრამ ვერ ახერხებენ, მნიშვნელოვნად მაღალია დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამისა და არაბული ლიგის მიხედვით, არაბულ ერებს, მთლიანობაში,  დასჭირდებათ დაახლოებით 51 მილიონი სამუშაო  ადგილის შექმნა იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ 2020 წლის მოთხოვნა იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ახლა ეძებენ სამსახურს და რომლებიც მალე შეუერთდებიან სამუშაო ბაზარს. (Mulderig, An Uncertain Future:Youth Frustration and the Arab Spring, 2013)

„უნდა აღინიშნოს, რომ პროტესტი არაბლ სამყაროში არ ემსახურებოდა დასავლური დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას, არაბ ხალხს უბრალოდ სურდა მიეღწია სოციალური თანასწორობისთვის და შეეცვალა მთლიანი სისტემა“ (არაბული გაზაფხული და მისი გამომწვევი მიზეზები, სოციალური ტრანსფორმაცია თუ ისლამისტი ძალების გამარჯვება, 2013). მოსახლეობა ქუჩაში გამოდიოდა სოციალური თანასწორობის მოთხოვნით. ამის მიღწევა კი, შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მილიონობით ახალგაზრდა რეგიონში დაუსაქმებელია. მათი უმუშევრობის გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, სწორედ განათლებაა. განათლება, რომელმაც ვერ შეძლო მათი მომავლის უზრუველყოფა. მათ არ შეეძლოთ დასავლეთის მსგავასად სხა დანარჩენი მეთოდები გამოეყენებინათ სისტემის შესაცვლელად და, ალბათ, არ ჰქონდათ შესაბამისი განათლება და შესაძლებლობები, ამიტომ ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყეს ბრძოლა იმისთვის, რაც მათ კანონიერად ეკუთვნოდათ. მათი მოლოდინები არ გამართლდა და მიღებული განათლება საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებული მომავლისთის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, განათლებამ დიდი როლი ითამაშა არაბულ რევოლუციებში. უფრო ზუსტად, შესაბამისი განათლების არქონდამ ითამაშა დიდი როლი არაბული გაზაფხულის დაწყებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურის სია:

The International Bank for Reconstruction and Development; The World Bank. (2008). The Road Not Traveled Education Reform in the Middle East and North Africa.

Adams, A., & Winthrop, R. (2011, june 10). http://www.brookings.edu/research/opinions/2011/06/10-arab-world-education-winthrop. Retrieved may 2015, from http://www.brookings.edu/.

Mulderig, M. C. (2013). An Uncertain Future:Youth Frustration and the Arab Spring. Boston University.

Mulderig, M. C. (2013). An Uncertain Future:Youth Frustration and the Arab Spring. Boston University.

Watkin, K. (2011, february 23). https://efareport.wordpress.com/2011/02/23/education-failures-fan-the-flames-in-the-arab-world/. Retrieved may 2015, from https://efareport.wordpress.com/.

არაბული გაზაფხული და მისი გამომწვევი მიზეზები, სოციალური ტრანსფორმაცია თუ ისლამისტი ძალების გამარჯვება. (2013, 10 დეკემბერი). Retrieved მაისი 2015, from https://mariotiashvili.wordpress.com/.

TOPSHOTS   An Egyptian boy prays at Cairo's Tahrir Square on April 1, 2011 as tens of thousands of Egyptians gathered, issuing calls to "save the revolution" that ousted president Hosni Mubarak and to rid of the country of the old regime. AFP PHOTO/STR

TOPSHOTS
An Egyptian boy prays at Cairo’s Tahrir Square on April 1, 2011 as tens of thousands of Egyptians gathered, issuing calls to “save the revolution” that ousted president Hosni Mubarak and to rid of the country of the old regime. AFP PHOTO/STR

ავტორი: გვანცა გასვიანი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *