ისტორია

დონჟუანი ადოლფ ჰიტლერი

4 Jul , 2015  

ადოლფ ჰიტლერის სექსუალური ცხოვრება ბევრი გარჩევის, სპეკულაციის და დავის საგანია. მიუხედავად ნაცისტური პარტიის ოფიციალური პოზიციისა, რომელიც ჰომოსექსუალების დევნას გულისხმობდა, ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ჰიტლერი თავად იყო ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი.

თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება და დღეისთვის მიიჩნევენ რომ ჰიტლერი ტრადიციული ორიენტაციის იყო. ცნობილია, რომ ჰიტლერის ცხოვრებაში არაერთი ქალი ყოფილა. მისი უკანასკნელი ქორწინება ევა ბრაუნთან შედგა თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე 29 აპრილს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.

როგორც ცნობილია, ჰიტლერს არაერთი დაავადება აწუხებდა. მათ შორისაა: ნევრალგია, ქრონიკული ეგზემა, ბაზედოვის დაავადება და მონოქორდიზმი.  ასევე მას ჰქონდა ციკლოტიმია ანუ მანიაკალური ფსიქოზის მსუბუქი ფორმა, რის გამოც მას ახასიათებდა მოულოდნელი „აფეთქებები“. ერთი შეხედვით სუსტი სქესისთვის აქ მიმზიდველი არაფერი არაა, თუმცა ის პოლიტიკური კარიერის დაწყებიდანვე იზიდავდა ქალებს. ჰიტლერი ყველა ქალს არწმუნებდა იმაში, რომ ულამაზესად თვლიდა და აღმერთებდა. მას ჰქონია კონტაქტი არაერთ ასაკიან ქალთან, თუმცა ეს მისი ჭკვიანური სვლა იყო. მას ასაკოვან და მდიდარ ქალებთან სპეციალურად ჰქონდა ურთიერთობა, რადგან ისინი მას აძლევდნენ არა მარტო ფულს, არამედ პატივისცემასაც სძენდნენ. სწორედ ასეთი სტატუსის ქალების მეშვეობით მოიპოვა ჰიტლერმა სახელი მისი საარჩევნო კამპანიის დროს, აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ქალები მას ხშირად აძლევდნენ ფულს.

წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ერთ-ერთმა ქალმა კი მას მერსედესიც აჩუქა, რომლითაც იგი კამპანიისას გერმანიაში დადიოდა. ჰიტლერი ნაწილობრივ იყენებდა ქალებს თავისი მიზნებისთვის, თუმცა ის სულით დონჟუანი იყო. მაგალითად, თავის მდივნებს არასოდეს არ უყვიროდა მაშინაც კი, როდესაც ისინი სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ. მისი საყვარელი გამონათქვამები იყო – „ჩემო ლამაზო“ და „უმშვენიერესო ბავშვო“. ქალებთან ყოფნის დროს ჰიტლერი არასდროს არ ჯდებოდა მაგიდასთან პირველი, თუმცა ამას აკეთებდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწეების სტუმრობისას. მისი თანდასწრებით აკრძალული იყო მოწევა, თუმცა ქალებს ამის ნებას რთავდა. ცნობილია, რომ მას მოსწონდა დიდმკერდიანი ქალები. თმის ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ უპირატესობას ქერათმიანებს ანიჭებდა, როგორც არიული რასის იდეალს. საყვარლების უმეტესობა მასზე 20 წლით უმცროსი იყო. ცნობილია არაერთი თვითმკვლელობის ფაქტი ქალების მხრიდან ადოლფის გამო. მაგრამ, როგორც ისტორიკოსები მიიჩნევენ, იგი 1914 წლამდე ზედმეტად მორცხვი იყო და გოგონებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია.

მაშ ასე წარმოგიდგენთ ადოლფ ჰიტლერის ცნობილ საყვარლებს.

ახალგაზრდა ადოლფის პირველი სიყვარული და სექსუალური გამოცდილება.

Screen Shot 2015-07-04 at 6.45.14 PMჰიტლერის პირველი რჩეულ – 18 წლის სტეფანი მასზე 2 წლით უფროსი იყო. მაღალი, კარგი აღნაგობის ქერა გოგონა ჰიტლერს რასობრივ სრულყოფილებად ეჩვენებოდა, თან, როგორც ჩანს, სტეფანი მას საყვარელ დედას აგონებდა. მაშინ ჰიტლერი, თავისი ამხანაგებისგან განსხვავებით, კატეგორიულად აკრიტიკებდა სექსს და თავისი მუზით მხოლოდ შორიდან ტკბობას თუ ბედავდა. თუმცა ის გოგონას ლამის ყოველ დღე უთვალთვალებდა. ერთხელ წვეულებაზე სტეფანიმ ხალხში ყვავილების თაიგული ისროლა და შემთხვევით ერთი ყვავილი ჰიტლერს მოხვდა სახეზე. ამან იმდენად გაახარა, რომ მედალიონში შენახული გამხმარი ყვავილი ყოველთვის თან დაჰქონდა. თუმცა ლამაზმანი მას არათუ ვერ ამჩნევდა, არამედ ისიც კი ვერ გაიგო ცხოვრების ბოლომდე, რომ ფარული თაყვანისმცემელი ჰყავდა. ჰიტლერი კი ლამის გაგიჟებამდე მიჰყავდა ასეთ იგნორს და მზად იყო ისიც მოეკლა და საკუთარი თავიც.

1913 წელს ჰიტლერი საცხოვრებლად გადადის მიუნხენში. მაშინ ჯერ კიდევ შორს იყო ვეგეტარიანელობისაგან. გარდა ამისა, იმდენს სვამდა, რომ ერთ-ერთ ბარში საკუთარი მაგიდაც კი ჰქონდა. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი პირველი ცოლი ჰელენა, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი აღმოჩნდა. ხშირი ღალატისა და სკანდალების მერე განქორწინებამაც არ დააყოვნა.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში დაჭრილი ჰიტლერი ბერლინის ჰოსპიტალში ხვდება. მაშინ ის იმედგაცრუებული იყო მატერიალურ კეთილდღეობას დახარბებული თანამემამულეებით და მთელი რიგი იდეებით იყო სავსე, როგორ შეეცვალა სამყარო უკეთესობისკენ. ენთუზიაზმით აღსავსე ჰიტლერით აღფრთოვანებული ერთ-ერთი მედდაა გრეტა შმიდტი, რომელსაც ავიწყდება თავისი ქმარ-შვილი და მომავალი დიქტატორის საყვარელი ხდება. ეს ისტორია კი იმით მთავრდება, რომ ქმარი გრეტას ეჭვიანობის ნიადაგზე ყელს ჭრის.

ომი მძვინვარებს და სამართლიანობა ლიდერს ითხოვს. ლიდერი ჰიტლერი ხდება. მასზე იმდენად დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ ჰიტლერს პარტიამ სიყვარულიც კი აუკრძალა. რა თქმა უნდა, ადოლფს ძალიან ხიბლავდა სუსტი სქესი, თუმცა არა იმდენად, რომ თავისი ცხოვრების აზრზე – პოლიტიკაზე უარი ეთქვა.

შარლოტა ლობჟუა

ჰიტლერის შემდეგი რჩეული ყასაბის ქალიშვილი შარლოტა ლობჟუაა, რომელიც შესანიშნავად ლაპარაკობდა გერმანულად. მათი პირველი შეხვედრა და ინტიმური კავშირი 1916 წელს მოხდა. მაშინ ქალი 18, ჰიტლერი კი 27 წლის იყო.  თუმცა შარლოტა არა მარტო საყვარელი, არამედ მუზაც იყო მომავალი დიქტატორისთვის, რასაც ამტკიცებს შემდგომში აღმოჩენილი ჰიტლერის ნახატები. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ისინი ერთად მოგზაურობდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში მათ შორის კავშირი შეწყვეტილი იყო ჰიტლერის ჭრილობის გამო. შემდეგ კი 1917-ში ადოლფი შვებულებით გაემგზავრა ნათესავებთან და მას შემდეგ ქალს ის აღარც უნახავს. თუმცა არის ცნობები, რომ უკანონო შვილი, რომელიც შარლოტამ 1918-ში გააჩინა, სწორედ ჰიტლერისგან იყო.

მარია რაიტერიScreen Shot 2015-07-04 at 6.47.08 PM

როდესაც მარია და ჰიტლერი 1925 წელს თავიანთი ძაღლების სეირნობისას შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, გოგონა სულ რაღაც 16-ის იყო, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი თავისზე 20 წლით უფროსი ჰიტლერით მოხიბლულიყო (არის სხვა ვერსიაც რომ პირველი შეხვედრა 1926-ში იყო მაღაზიაში, სადაც გოგონა მუშაობდა). მომავალი დიქტატორის ზეგავლენა გოგონაზე იმდენად დიდი იყო, რომ მაშინაც კი, როდესაც ის გათხოვდა, საკმარისი იყო ჰიტლერის ერთი დაძახება და მარია ღამეს მასთან ატარებდა. თუმცა ალბათ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც კი იყო, რომ რაღაც ხნის განმავლობაში ჰიტლერი მის ცოლად შერთვასაც კი პირდებოდა. ამ დაპირების შეუსრულებლობის მიზეზად ივარაუდება თავისი პარტიისადმი მიცემული სიტყვა, რომ ქალთან სერიოზული ურთიერთობა არ ექნებოდა.

საბოლოოდ კი, მიუხედავად იმისა, რომ სიმპათია ორმხრივი იყო, ამ ურთიერთობამ ქალი იმდენად გააუბედურა, რომ რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი სცადა, საბოლოოდ კი ერთ-ერთ ოფიცერს გაჰყვა ცოლად.

ჰიტლერის და პაულა შემდგომში ამბობდა, რომ მარია ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა ჰიტლერისთვის მონსტრად ქცევაში.

გელი რაუბალი

GERraubal6

ჰიტლერის შემდეგი რომანი თავისზე 19 წლით უმცროს დისშვილთან ბევრს აღაშფოთებდა.

წყაროების მიხედვით ჰიტლერს გელი სიკვდილის ბოლომდე უყვარდა და გელის გარდაცვალების მერე გული აღარცერთი ქალისთვის აღარ გადაუშლია. თუმცა წყაროები იმასაც იუწყებიან, რომ გელის არასდროს არ ჰყვარებია ჰიტლერი. გოგონა მომავალ დიქტატორს თავის ერთ-ერთ სახლში ჰყავდა გამოგწყვდეული და მისი ნახვის უფლებას საკუთარ დედასაც კი არ აძლევდა. საბოლოოდ კი 1931 წელს 23 წლის გელი დაცხრილული იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ გაბრაზებულ ჰიტლერის ასეთი რამის ჩადენა სულაც არ გაუჭირდებოდა. ალბათ სწორედ დაბინძურებული სინდისის დამსახურება იყო გელის სიკვდილის შემდეგ ჰიტლერის დეპრესია, მოულოდნენი ვეგეტარიანელობა და საზოგადოებისგან გარიყვა. ეს კი არა, მისი პირადი ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ სიკვდილის შემდეგ ჩამოყალიბდა დაუნდობელი დიქტატორის ნატურა.

ვინიფრედ ვაგნერი

6a00d8341c4e3853ef00e5540495508834-800wiჰიტლერს ძალიან უყვარდა ვაგნერის მუსიკა მის ოჯახთან საკმაოდ დაახლებული პირიც იყო. სწორედ ეს ოჯახი იქცა მისთვის მაღალ ფენებში შესაღწევ საშვად. იმის მერე, რაც ვინფრედი დაქვრივდა, ჰიტლერი უფრო და უფრო ხშირად სტუმრობდა მას. ქალი იმდენად იყო მისით მოხიბლული, რომ შემდგომში ციხეშიც კი აკითხავდა და სულ თვლიდა, რომ სიყვარული ორმხრივი იყო. ჰიტლერის გრძნობებს რაც შეეხება მის მიმართ, დარწმუნებით არ შეიძლება ითქვას, რომ ეს სიყვარული იყო, მაგრამ აღიარებდა, რომ ვინფრედი შესანიშნავი კანდიდატი იყო პირველი ლედის როლისთვის.

თუმცა ბევრისთვის მაინც ძალიან უცნაური იყო ისეთი ქალების სიყვარული ჰიტლერისადმი როგორებიც არიან: ვინფრედ ვაგნერი, მაგდა გებელსი, ჰანა რაიჩი, რადგან მათთვის დიქტატორი ლამის ღმერთს უტოლდებოდა.

იუნიტი ვალკირია მინტფორდი

Screen Shot 2015-07-04 at 6.50.05 PMიუნიტი ლონდონში, ლორდის ოჯახში დაიბადა. იზიარებდა ფაშისტურ იდეალებს, მისი უმცროსი და ჯესიკა კი კომუნიზმით იყო გატაცებული და, რადგან ისინი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, ისიც შუაზე იყო ცარცით გაყოფილი.

იუნიტი საკმაოდ ცნობილი იყო მაღალ ფენებში, ასე რომ როდესაც 1930-ში გერმანიაში გადავიდა არ გაჭირვებია ჰიტლერის საურთიერთობო წრეს დაახლოებოდა. მას ასევე ხელს უწყობდა თავისი მეტსახელი – ვალკირია, რადგან ჰიტლერი გატაცებული იყო სკანდინავიური მითებით.

1934 წელს 20 წლის იუნიტი იწყებს ჰიტლერთან სასიყვარულო ურთიერთობას, რომელიც ერთ წელზე მეტი არ გრძელდება, თუმცა როგორც ჩანს ჰიტლერომანია გრძელვადიანია ქალებისთვის, ასე რომ, როდესაც 1939-ში დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა იუნიტი იმდენად შეწუხებული იყო, რომ ჰიტლერის ნაჩუქარი პისტოლეტით თავში 2 ტყვია დაიხალა. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც, არ უნდა იყოს, გადარჩა. თუმცა, რასაკვირველია, ამას გართულებების გარეშე არ ჩაუვლია. 1940-ში ის გადაიყვანეს მძიმედ დაავადებულთა სახლში, თუმცა, ექიმებმა მაინც ვერ შეძლეს მისი თავიდან მეორე ტყვია ამოეღოთ, რომელიც ძალიან ღრმად იყო თავისქალაში შესული. ალბათ დამეთანხმებით, რომ არანორმალურია ცხოვრება თავში გაჭედილი ტყვიით, ასე რომ ამან საბოლოოდ მენინგიტი გამოიწვია და საბოლოოდ გოგონა ტანჯვით გარდაიცვალა.

Screen Shot 2015-07-04 at 6.50.38 PMრენატა მიულერი – არიული იდეალი. ნაცისტებს შორის პოპულარული გერმანელი მსახიობი, რომელსაც ისინი ეძახდნენ არიელი ქალის იდეალს და მარლენ დიტრიხის ღირსეული შემცვლელად ითვლებოდა, რადგან დიტრიხი მხარს არ უჭერდა ნაცისტებს და ჰოლივუდში გადავიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობს დიდი სურვილი არ ჰქონდა ნაციზმის პროპაგანდისთვის შექმნილ ფილმებში მონაწილეობისა.  ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მასზე ზეწოლასაც კი ახდენდნენ და აიძულებდნენ დაშორებოდა მის შეყვარებულს, რომელიც წარმოშობით ებრაელი იყო. 1937 წელს მიულერი გადმოვარდა სასტუმროს ფანჯრიდან – უცნობია, ეს შემთხვევითობა იყო, თვითმკვლელობა თუ მკვლელობა. ის იყო 31 წლის. გერმანელმა რეჟისორმა, ადოლფ ზეისლერმა განაცხადა, რომ მიულერი მას გამოუტყდა იმაში, რომ მას ჰქონდა მცირეხნიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰიტლერთან. მიულერის და ამბობდა, რომ გერმანელი დიქტატორი მას ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვდა, რომ მისი საყვარელი ყოფილიყო. უცნობია, რა უპასუხა მიულერმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი „ფრენა“ ფანჯრიდან ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში მოხდა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტამდე, იმავე სასტუმროში გესტაპოს აგენტები შევიდნენ.

Screen Shot 2015-07-04 at 6.51.43 PM

ინგა ლეი – კიდევ ერთი თვიმკვლელობა. ჰიტლერი ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის, რობერ ლეის ცოლის, ინგა ლეის დიდი თაყვანისმცემელი იყო.  გერმანიაში გავრცელდა ჭორები, რომ ჰიტლერსა და ინგას რომანი ჰქონდათ. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ჰიტლერს ჰქონდა შიშველი ინგას პორტრეტი თავისი ერთ-ერთი სახლის მისაღებ ოთახში. თუმცა მათ შორის სექსუალური კონტაქტის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. ლეიმ თავი მოიკლა 1942 წელს. თვითმკვლელობის ოფიციალურ მიზეზად  დეპრესია სახელდება, რომელიც ლეის ნარკოტიკების მოხმარების გამო ჰქონდა.

ევა ანა პაულა ბრაუნი – ადოლფ ჰიტლერი საყვარელი, შემდგომში ცოლი.

ევა ბრაუნი დაიბადა 1912 წლის 6 თებერვალს მიუნხენში.

მისი მამა – ფრიდრიხ ბრაუნი იყო სკოლის მასწავლებელი და დესპოტური ხასიათის პატრონი.

დედა – ფრანცისკა იყო მკერავი და მოციგურავე.

ბრაუნების ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, მათ ჰქონდათ ბინა, ჰყავდათ მოსამსახურე და ავტომობილი.

Screen Shot 2015-07-04 at 6.52.35 PMევამ დაამთავრა სამონასტრო სკოლა და შემდეგ ლიცეუმიც. ის დედის ნაკვალევს გაჰყვა და სპორტკავშირის წევრი გახდა. ის მრავალი წლის მანძილზე იყო დაკავებული მსუბუქი ტანვარჯიშით. ევა ასევე სწავლობდა ფრანგულ ენას, ბეჭდვას, ბუღალტერიასა და დიასახლისობას. მხიარული ხასიათის გამო დაქალებს ის ძალიან უყვარდათ.

1929 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ევამ მიატოვა სახლი და საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა. მან მუშაობა დაიწყო ფოტოგრაფ ჰაინრიხ ჰოფმანის ატელიეში როგორც მისმა მოწაფემ, გამყიდველმა და ფოსტალიონმა. ეს სამსახური მამამ უშოვა.

მათი პირველი შეხვედრისას ევა 17 წლის იყო, ადოლფი – 40-ის.

ჰიტლერს მაშინვე მოეწონა ევა, მაგრამ ამავდროულად მასთან ცხოვრობდა გელი, რომელიც ჰიტლერს ძალიან უყვარდა. ჰიტლერი დღისით ევასთან ერთად დადიოდა კინოში, რესტორნებში, ოპერაში, საღამოს კი გელისთან იყო. ევამ იცოდა გელის არსებობა, რაც ძალიან აწუხებდა მას.

1932 წლის დასაწყისში, გელი რაუბალის სიკვდილის შემდეგ, ევა ხდება ჰიტლერის საყვარელი. ჰიტლერთან ყოფნის დროს ევა თავის გარეგნობას აქცევს დიდ ყურადღებას და უბრუნდება ტანვარჯიშს.

ევა რაღაც-რაღაცებით ჰგავდა ჰიტლერს. ის მიიჩნევდა რომ დაბადებული იყო დიდებული სიყვარულისთვის, რომელზეც მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა და მიიჩნევდა, რომ სწორედ ჰიტლერი იყო ის ადამიანი, ვისთანაც ასეთი ურთიერთობა ექნებოდა. ნელ-ნელა ადოლფსა და ევას შორის ურთიერთობები უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. ევას მოუწია ბევრ დათმობაზე წასვლა. ჰიტლერს არ უყვარდა დაკუნთული და სპორტული ქალები, ამიტომ ევამ უარი თქვა სპორტზე. ჰიტლერს არ უყვარდა შავი ფერის კანი, თვლიდა რა ამას დაბალი რასის მახასიათებლად, ამიტომ ევამ უარი თქვა გარუჯვაზე. ჰიტლერს არ უყვარდა არომატები, ამიტომ ევამ უარი თქვა ფრანგულ სუნამოებზე. ჰიტლერი ძალიან განათლებული ადამიანი იყო, ამიტომ ევამაც სცადა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო, თუმცა მიხვდა, რომ ჰიტლერამდე ძალიან ბევრი აკლდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ჰიტლერს არც მოსწონდა განათლებული ქალები, ამიტომ ევამ ამით დიდად აღარ შეიწუხა თავი. ევამ იცოდა თუ რას წარმოადგენდა ჰიტლერისთვის გელი სწორედ ამიტომ კიდევ შეიცვალა ცხოვრების სტილი, შეიღება თმები, ტანზე იცვამდა ისევე, როგორც გელი და სიარულითაც ცდილობდა მას დამსგავსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გელი უკვე გარდაცვლილი იყო და ევა ჰიტლერს ძალიან მოსწონდა, ადოლფის ირგვლივ  კვლავ ძალიან ბევრი ქალი იყო. ეს ყველაფერი ევას ეჭვიანობას იწვევდა და ამის გამო 1932 წლის ნოემბერში ევამ თავის მოკვლა სცადა კისერში იარაღით ჭრილობის მიყენებით, მაგრამ ის გადარჩა. ამის შემდეგ ჰიტლერმა კიდევ უფრო დააფასა ევა და მიიჩნია ის თავის იდეალად.

Screen Shot 2015-07-04 at 6.53.39 PM

ევას ძალიან აღიზიანებდა ის, რომ ჰიტლერს ჰქონდა ახლო ურთიერთობა იუნიტი მიტფორდთან. „მე ვარ გერმანიის და მთელი მსოფლიოს ყველაზე დიდებული ადამიანის საყვარელი და იძულებული ვარ შევეგუო იმას, რომ ყველა მე დამცინის“, –  წერდა ევა თავის დღიურში. 1935 წლის 28 მაისის ღამეს მან ხელახლა სცადა თავის მოკვლა, ამჯერად წამლის აბების მიღებით, მაგრამ სახლში დროულად დაბრუნებულმა დამ სასწრაფო გამოიძახა და ის კვლავ გადაარჩინეს.

1935 წელს ჰიტლერმა ევას სახლი უყიდა მიუნხენში, სადაც 1936 წლამდე ცხოვრობდნენ ევა და მარგარეტი. ამავე წელს ჰიტლერმა ის წამოიყვანა ატელიედან და დანიშნა პირად მდივნად. 1936-45 წლებს ის ატარებს ბერგჰოფში, ადოლფ ჰიტლერის ბავარიულ ალპურ რეზიდენციაში. 1945 წლის 7 მარტიდან ისინი იმყოფებიან  ბუნკერში, ბერლინში. ევამ სპეციალურად გაატარა ეს დღეები ბუნკერში, რადგანაც სურდა მომკვდარიყო ადოლფის გვერდით. პარტიამ მოხსნა აკრძალვა ფიურერის ქორწინებაზე და ისინი დაქორწინდნენ 1945 წლის 29 აპრილს, მეჯვარეები იყვნენ მარტინ ბორმანი და იოზეფ გებელსი.

1945 წლის 30 აპრილს ცოლ-ქმარმა თავი მოიკლა. ისინი ერთად დაწვეს რაიხკანცელარიის ეზოში, მაგრამ მათი სხეულები ბოლომდე არ დამწვარა და საბჭოთა ხელისუფლებას ჩაუვარდა ხელში. საბოლოოდ მათი გვამები გაანადგურეს. მანამდე ცხედრებს ინახავდნენ ქ. რატენოვში, მაგდებურგის ახლოს.

ევას დიდი როლი არ ჰქონია პოლიტიკაში, რადგან ჰიტლერი ცდილობდა მისთვის აერიდებინა დიდი პოლიტიკის საკითხები და პრობლემები. ასე რომ, 30-იან წლებში ევას ცხოვრება კომფორტულად მიდიოდა. ის გატაცებული იყო ფერადი ფოტოხელოვნებით და დღევანდლამდე შემორჩენილი ჰიტლერის ფერადი სურათები მისი დამსახურებაა.

ერთადერთი ქალი, რომელმაც უარი უთხრა ადოლფს ყოფილიყო მისი ოფიციალური საყვარელი, იყო მარლენ დიტრიხი.

Screen Shot 2015-07-04 at 6.54.09 PMჰიტლერი აღფრთოვანებული იყო მისი მსახიობური ნიჭით, მაგრამ დიქტატორის ზოგიერთი თანამედროვე ამბობს, რომ ჰიტლერი უფრო ხშირად მსახიობის ფეხებზე საუბრობდა.

მარლენ დიტრიხმა 1937 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, მაგრამ ჰიტლერს მაინც სურდა, რომ ის დაბრუნებულიყო გერმანიაში. ამბობენ, რომ რუდოლფ ჰესი მსახიობს საიდუმლოდაც კი შეხვდა, მაგრამ მაინც ვერ დაარწმუნა ის სამშობლოში დაბრუნებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 1939-1945 წლებში მარლენი აქტიურ მონაწილეობას იღებს ანტიფაშისტურ პროპაგანდაში. რის შედეგადაც გებელსმა დიტრიხს რადიოომი გამოუცხადა. სამშობლოში მსახიობი მხოლოდ ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა.

 

 

წყარო:

Sexuality of Adolf Hitler

Nazi Underworld. Hitler’s Women

Гарем Адольфа Гитлера: трагические судьбы любовниц фюрера

ავტორი: რევაზ თოფურია

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი

მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *