პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირანი – სწრაფვა რეგიონული ლიდერობისკენ

13 Feb , 2015  

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ირანი ცდილობდა ჩამოყალიბებულიყო მდგრად სახელმწიფოდ, მაგრამ გარე თუ შიდა ფაქტორები ამის საშუალებას არ აძლევდა. ცივი ომის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ირანზეც აისახებოდა და ზესახელმწიფოების ბრძოლის ერთ-ერთ ასპარეზს წარმოადგენდა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1979 წლის შემდეგ.

ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია, რითაც ირანის საგარეო და საშინაო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ჩამოყალიბდა ისლამური სახელმწიფო სულიერი ლიდერის ხელმძღვანელობით. მოყოლებული ისლამური რევოლუციიდან ირანი ცდილობს რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავოს, რაშიც, რა თქმა უნდა, მეტოქეები ჰყავს.

More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირან-ამერიკის ურთიერთობა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები: რეალიზმი, ლიბერალიზმი და კონსტრუქტივიზმი

13 Feb , 2015  

ურთიერთობები ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. თავდაპირველად, ბრიტანული და რუსული კოლონიური ინტერესებისაგან დამფრთხალი ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიქვამდა სანდო დასავლურ ძალად და ამერიკელი ფინანსისტები – არტურ მილსპო და მორგან შუსტერი,  ხაზინდარ-გენერლებადაც კი დანიშნა იმდროინდელმა შაჰმა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ირანი დალაშქრეს ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა. მაგრამ, ურთიერთობები კვლავაც პოზიტიური რჩებოდა ამერიკასა და ირანს შორის მოჰამად მოსადეყის მმართველობის ბოლო პერიოდამდე, რომელიც  MI6-ის (საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც სამხედრო დაზვერვის მე-6 ნაწილი) მიერ ორგანიზებული გადატრიალების შედეგად გადააგდეს ტახიტიდან. More…