ეკონომიკა,პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუცია და 94-ე მუხლი

15 May , 2017  

მთელი ეს პერიოდი, რაც კონსტიტუციის 94–ე მუხლის, ანუ ე.წ „თავისუფლების აქტის“ განხილვა მიმდინარეობს, ვაღიარებ, რომ კონსტიტუციაში არ ჩამიხედავს, იმის მიუხედავად, რომ სულ ვცდილობდი იმის გახსენებას, თუ რა ხდებოდა 94–ე მუხლში. ჰოდა გუშინ როგორც იქნა გავარკვიე. ეს მუხლი აწესებს იმას, რომ სახელმწიფო გადასახადთა გაზრდის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს მხოლოდ საყოველთაო და ფარული კენჭისყრით.

More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

როგორ მივიდა გაერთიანებული სამეფო BREXIT-ამდე

20 Jun , 2016  

გასული ათწლეულების განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს ცვალებადი და ეჭვებით სავსე დამოკიდებულება ევროპული კავშირის მიმართ მუდამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნაწილი იყო, რომელიც დროდადრო კონტროვერსიის მიქცევა-მოქცევას იწვევდა. 50-იან წლებში ქვეყანამ თავი შეიკავა ევროპის ქვანახშირის და ფოლადის და ევროპის ეკონომიკურ კავშირებთან შეერთებისგან, თუმცა ამ უკანასკნელის წევრი 1973 წელს, ტედ ჰიტის კონსერვატიული მთავრობის მმართველობისას გახდა. ორი წლის შემდეგ გამართულ რეფერენდუმში კი ელექტორატის 67%-ზე მეტმა გამოთქვა ამ ორგანიზაციაში დარჩენის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თავიდან მხოლოდ ცხრა სახელმწიფოს ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციას მოიცავდა, კრიტიკოსები მასში არსებულ ევროპული ზესახელმწიფოს გაჩენის საფრთხეზე საუბრობდნენ. 1992 წელს გაფორმებული მაასტრიხტის შეთანხმება კი კვლავ ცხარე დისკუსიის თემა გახდა – ევროსკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ ევროკავშირის წევრობა არაფერი იყო გარდა სუვერენიტეტის ხელყოფის და მნიშვნელოვანი ბერკეტების ვესტმინსტერიდან ბრიუსელისთვის გადაცემისა. წამყვანი პარტიებიდან ევროსკეპტიკოსების სიუხვით კონსერვატორები გამოირჩეოდნენ. ამის მიუხედავად, თავად პარტიას არასდროს დაუჭერია ანტი-ევროპული პოზიცია. ევროპასთან დაახლოება კონსერვატორების 18 წლიანი და 1997 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ლეიბორისტების 13 წლიანი მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა – ორივე პარტია თანხმდებოდა, რომ ბრიტანეთისთვის ერთიანი ბაზარი მომგებიანი იქნებოდა. თუმცა ბრიტანელებმა ევროკავშირში გამორჩეული სტატუსი მაინც შეინარჩუნეს – მათ უარი თქვეს შეერთებოდნენ შენგენის ზონას, ერთიან ვალუტას (ევრო) და მიაღწიეს შეთანხმებას შემცირებულ საბიუჯეტო კონტრიბუციაზე. More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

კონსერვატიული პოზიცია Brexit-ის წინააღმდეგ

20 Jun , 2016  

სტატია 2016 წლის 8 ივნისს ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა. სტატიის ავტორია დალიბორ როჰაკი, რომელიც კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრის მკვლევარია. როჰაკი აგრეთვე მუშაობდა ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის ეკონომისტად. ის ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და ამჟამად King’s College London-ის დოქტორანტია.

სტატიაში ავტორი კრიტიკულად განიხილავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროპული კავშირის დატოვების სავარაუდო პერსპექტივას და მემარჯვენე-ლიბერალური (თავისუფალი ბაზრის) არგუმენტებით ცდილობს საკუთარი მოსაზრების გამყარებას.

ბრიტანელი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროპულ კავშირს და არა უცხოელი ლიდერებისა, მათ შორის, არც პრეზიდენტ ბარაკ ობამას და არც სსფ-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდისა, რომლებმაც თავიანთი აზრი უკვე დააფიქსირეს. თუმცა ამომრჩევლებმა ავტომატურად არ უნდა უკუაგდონ ობამასა და ლაგარდის პოზიცია. ამის მაგივრად, ისინი კარგად უნდა ჩაუფიქრდნენ საკითხის არსს. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა ვენესუელაში

24 Jan , 2016  

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების წაგებისა და სავალალო ეკონომიკური სიტუაციის ფონზე სამხრეთამერიკული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ზომის მეშვეობით პრეზიდენტი შეძლებს სახელმწიფოს მართვას 60 დღის განმავლობაში საპრეზიდენტო დეკრეტების მეშვეობით, რომლებსაც არ სჭირდება პარლამენტის დადასტურება. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირანის ბირთვული შეთანხმების კულმინაცია

19 Jan , 2016  

16 იანვარს ირანს სანქციები მოუხსნეს. ეს არის დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად ივლისში მიღებული “საერთო ყოველმხრივი მოქმედების გეგმის” აღსრულება, რომელიც დაიდო ირანის ისლამურ რესპუბლიკას, 5+1 ქვეყნებსა (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და ევროკავშირს შორის. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,რელიგია,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

საუდის არაბეთის სამეფოს რეგიონული პოლიტიკა

7 Jan , 2016  

ბოლო კვირაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად დაძაბა ურთიერთობა საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს 47 ადამიანი, რომლებთაც ბრალი ტერორიზმში, ექსტრემიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ედებოდათ. მათ შორის იყვნენ ალ-კაიდას წევრებიც, თუმცა მთავარი ხმაური მოჰყვა შიიტი მქადაგებლის შეიხ ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯას. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

რუსეთის ანტითურქული სანქციები

19 Dec , 2015  

24 ნოემბერს თურქეთისა და სირიის საზღვრის მახლობლად თურქულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო რუსული სუ-24 თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. ამას მოჰყვა რუსეთის მკვეთრი რეაქცია, რომელიც უარყოფდა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, ხოლო თურქეთმა ნატოს მუდმივმოქმედი საბჭო მოიხმო კონსულტაციებზე. პუტინმა გადაწყვიტა, უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადაედგა და არ შეაფასა ეს ინციდენტი გაუგებრობად და თვითმფრინავის ჩამოგდება “ზურგში დანის ჩაცემა” უწოდა. მოთხოვნილი ბოდიშის მიუხედავად, თურქულმა მხარემ იქით მოითხოვა ბოდიში მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რომელიც ადრეც რამდენჯერმე მოხდა. More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

სი-მას შეხვედრა: Bye Bye “One-China”?

20 Nov , 2015  

მიმდინარე თვის დასაწყისში ლანჭოუში ტაქსით მომიწია მგზავრობა მეგობართან ერთად. გზა საკმაოდ დიდი იყო და მეგობარს არაერთ თემაზე ვესაუბრე ქართულად, მაგრამ უეცრად მძღოლის ყურადღება ჩემი წინა სტატიის თემამ მიიქცია, ვლაპარაკობდით ჩინეთში ერთი შვილის პოლიტიკის ორი შვილის პოლიტიკით ჩანაცვლების შესახებ და რამდენჯერმე ვახსენეთ პრეზიდენტი სი ძინპინი.

გაკვირვებულმა მძღოლმა თავისთვის ჩაილაპარაკა ამ უცხოელებს ჩვენი პრეზიდენტის სახელი სცოდნიათო.

გამეღიმა და ჩინურად ვუპასუხე, რომ არა მარტო სახელი ვიცოდით, არამედ ჩინეთის პირველი პირის ქმედებებსაც აქტიურად ვადევნებდით თვალს. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა

十三五 – ჩინური 13.5

14 Nov , 2015  

როგორც უკვე პოპულარული ჩინური “სახელმწიფო სიმღერა” გვამცნობს, თუ გინდათ გაიგოთ, რა ხდება ჩინეთში, ნახეთ “十三五” (13.5), ანუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცამეტე ხუთწლიანი გეგმა. მეცამეტე ხუთწლედი ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის და მის საბოლოო ვერსიას მხოლოდ შემდეგი წლის მარტში უნდა ველოდოთ, მაგრამ კომუნისტური პარტიის უკანასკნელ ყრილობაზე პარტიის 300-მდე წევრმა უკვე შექმნა გეგმის წინასწარი ვერსია, რაც გვაძლევს საშუალებას ვნახოთ თუ როგორი სახელმწიფოს შენება სურს კომუნისტურ პარტიას და სი ძინპინს 2016-2020 წლებში.

More…