ისტორია,პოლიტიკა

ჩაუშესკუ?

1 Jul , 2017  

რუმინეთში რომ ვცხოვრობდი, რაღაცებს ვკითხულობდი იმ ქვეყნის ისტორიის შესახებ. ზოგადად ისტორია ძალიან მაინტერესებს და იურიდიულზე რომ არ გადამეწყვიტა სწავლა, ალბათ რამე ისტორიასთან დაკავშირებულს ვისწავლიდი. ჰოდა აღმოვაჩინე, რომ ჩაუშესკუს, რუმინეთის კომუნისტი დიქტატორის, გასამართლებასა და სიკვდილით დასჯაში ბევრი კითხვა და გაუგებარი რამ არსებობს. ზოგადად როგორც ინგლისურენოვანი, ისე რუსულენოვანი სტატიებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რუმინეთში კომუნისტური ხელისუფლების შეცვლა მოხდა არა რევოლუციის ანდა საპროტესტო მოძრაობის შედეგად, როგორც სხვა მრავალ ევროპულ სახელმწიფოში მოხდა ეს და თუნდაც საქართველოში, არამედ უფრო გადატრიალების გზით. 1989 წლის დეკემბრის 20–იან რიცხვებამდე, როცა ჩაუშესკუს რეჟიმი დაემხო, რუმინეთში არ შეინიშნებოდა მრავალრიცხოვანი და სისტემატური საპროტესტო აქციები. ახლა საქართველოს რომ შევადაროთ, საქართველოში ჯერ 9 აპრილამდე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, 1989 წლის 9 აპრილის მერე 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 2 წლის განმავლობაში, ხომ სულ საპროტესტო რეჟიმში იყო ქვეყანა. რუმინეთში იყო ერთი საპროტესტო ტალღა ქვეყნის დასავლეთ საზღვრისპირეთში, ის ჩაახშეს ტანკებით და რამდენიმე დღეში ჩაუშესკუს რეჟიმიც დაემხო. თანაც როცა დაემხო, აღმოჩნდა, რომ სამხედრო მეთაურების დიდი ნაწილი თურმე ჩაუშესკუს მოწინააღმდეგეები ყოფილან და ეგრევე გადავიდნენ რევოლუციის მხარეს.

More…

ისტორია,პოლიტიკა

9 აპრილი…

11 May , 2017  

სანამ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას დავწერ, აუცილებლად უნდა გავიხსენო 2 ფაქტი: მართალია 1989 წლის 9 აპრილს უშუალოდ დაიღუპა 21 ადამიანი, მაგრამ რუსთაველის გამზირზე გაშვებული გაზით მოიწამლა უამრავი, რომელთაგან რამდენი დაიღუპა მომდევნო წლებში ამ მოწამვლასთან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით, ზუსტად არავინ იცის. ჩემს სკოლაში, მაგალითად, ერთ–ერთი აღმზრდელის შვილი, რომელიც 9 აპრილს იქ მოიწამლა, წლების ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. და კიდევ რამდენი იქნებოდა ასეთი. ასე რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია და 21–ს აღემატება. 2. საპროტესტო მოძრაობა 1988 წლის ნოემბერ–დეკემბერში თავიდან დაიწყო აფხაზეთისთვის მე–16 რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების არდაშვების მოთხოვნით, შემდეგ კი, გაიაზრა რა ყველამ, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საბოლოო განთავისუფლება დამპყრობელი ცენტრისგან, რათა აღარ ყოფილიყო საჭირო ამ ცენტრისთვის თხოვნები შიდა სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს რეგიონებისთვის სტატუსის განსაზღვრა, მოთხოვნები შეიცვალა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და მისი დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

More…

ისტორია,პოლიტიკა

რატომ არ უნდა აღვნიშნავდეთ 9 მაისს?

8 May , 2017  

ჩვენ საქართველოში 9 მაისს ისე აღვნიშნავთ, როგორც ჩვენი, ქართული ანდა წინარექართული სახელმწიფოს, ეროვნულ გამარჯვებას. არადა გამარჯვება მხოლოდ ადამიანური მსხვერპლისა და დანაკარგების ოდენობით კი არ განისაზღვრება, რაშიც იმ ომში ნამდვილად ჩემპიონები გამოვდექით, არამედ ძირითადად იმით, თუ რა მოიპოვა, რა შეიძინა ამა თუ იმ სამხედრო კონფლიქტის შედეგად ამა თუ იმ მხარემ ანდა რა დაზოგა მან, რა შეინარჩუნა ისეთი, რასაც საფრთხე ემუქრებოდა ამ ომით.

More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

კონსერვატიული პოზიცია Brexit-ის წინააღმდეგ

20 Jun , 2016  

სტატია 2016 წლის 8 ივნისს ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა. სტატიის ავტორია დალიბორ როჰაკი, რომელიც კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრის მკვლევარია. როჰაკი აგრეთვე მუშაობდა ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის ეკონომისტად. ის ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და ამჟამად King’s College London-ის დოქტორანტია.

სტატიაში ავტორი კრიტიკულად განიხილავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროპული კავშირის დატოვების სავარაუდო პერსპექტივას და მემარჯვენე-ლიბერალური (თავისუფალი ბაზრის) არგუმენტებით ცდილობს საკუთარი მოსაზრების გამყარებას.

ბრიტანელი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროპულ კავშირს და არა უცხოელი ლიდერებისა, მათ შორის, არც პრეზიდენტ ბარაკ ობამას და არც სსფ-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდისა, რომლებმაც თავიანთი აზრი უკვე დააფიქსირეს. თუმცა ამომრჩევლებმა ავტომატურად არ უნდა უკუაგდონ ობამასა და ლაგარდის პოზიცია. ამის მაგივრად, ისინი კარგად უნდა ჩაუფიქრდნენ საკითხის არსს. More…

ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

საუდის სამეფო ირანული რესპუბლიკის წინააღმდეგ

5 Jan , 2016  

2016 წლის 2 იანვარს საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა გავლენიანი ღვთისმეტყველი, ნახევარკუნძულზე მცხოვრები შიიტური უმცირესობის ლიდერი, ნიმრ ბაქრ ან-ნიმრი. მასთან ერთად საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა კიდევ 47 ადამიანი – რამაც გამოიწვია საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების აქამდე არნახული დაძაბულობა. More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

სი-მას შეხვედრა: Bye Bye “One-China”?

20 Nov , 2015  

მიმდინარე თვის დასაწყისში ლანჭოუში ტაქსით მომიწია მგზავრობა მეგობართან ერთად. გზა საკმაოდ დიდი იყო და მეგობარს არაერთ თემაზე ვესაუბრე ქართულად, მაგრამ უეცრად მძღოლის ყურადღება ჩემი წინა სტატიის თემამ მიიქცია, ვლაპარაკობდით ჩინეთში ერთი შვილის პოლიტიკის ორი შვილის პოლიტიკით ჩანაცვლების შესახებ და რამდენჯერმე ვახსენეთ პრეზიდენტი სი ძინპინი.

გაკვირვებულმა მძღოლმა თავისთვის ჩაილაპარაკა ამ უცხოელებს ჩვენი პრეზიდენტის სახელი სცოდნიათო.

გამეღიმა და ჩინურად ვუპასუხე, რომ არა მარტო სახელი ვიცოდით, არამედ ჩინეთის პირველი პირის ქმედებებსაც აქტიურად ვადევნებდით თვალს. More…

ისტორია,პოლიტიკა

რა აიღო მარქსისგან თანამედროვეობამ?

14 Nov , 2015  

კარლ მარქსის მთავარი იდეა სოციალური კლასების მრავალფეროვნების მოსპობის, საზოგადოების ერთ კლასად გაერთიანებისა და ამ გზით ადამიანთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრის შესახებ სრულყოფილად ალბათ ვერსად და ვერასდროს ვერ განხორციელდება (და არც ღირს ამ იდეის ხორცშესხმის ცდა). More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა

ჩინური ორი ერთის ნაცვლად?

3 Nov , 2015  

 

 

29 ოქტომბერს პეკინში, კომპარტიის მეხუთე ყრილობაზე ოფიციალურად გაუქმებულად გამოცხადდა ჩინეთის ერთი შვილის პოლიტიკა.

დიახ,  დემოგრაფიული ექსპერიმენტი, რომლის ანგარიშზეც 1980 წლის შემდეგ 336 მილიონზე მეტი შეწირული სიცოცხლეა დასრულდა, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას ჩინეთის ლიბერალურ ტრანსფორმაციაზე. ერთი შვილის პოლიტიკა კი არ გაუქმდა, ის ორი შვილის პოლიტიკად “გადაკეთდა”. თუმცა, არც ეს არის სახელმწიფოს კეთილი ნების გამოხატვის შედეგი, ცვლილების მიზეზები უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ.

More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ახალი აბრეშუმის გზა და საქართველო

20 Oct , 2015  

გასულ კვირას, როცა ჩემი ესსე “ახალი აბრეშუმის გზა – ჩინური მითი თუ სამომავლო რეალობა?” დავწერე, მასში ერთხელაც არ მიხსენებია საქართველო. მართლაც, საქართველო არც ისტორიულად ყოფილა აბრეშუმის გზის ძირითადი ნაწილი (ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთ-ერთი შემოვლითი გზა იყო) და არც ჩინეთის ამბიციური პროექტის ნაწილად მოიაზრებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამართულმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა” ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 15-16 ოქტომბერს თბილისში ჩატარებული ამ ფორუმით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტთან დაკავშირებით მსგავსი დონის ღონისძიება ჩაატარა, ამით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, შესაფერისი ადგილია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისთვის.

More…