პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

რა უნდა ვიღონოთ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ?

14 Aug , 2017  

საქართველომ უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ ევროკავშირმა, მისმა წევრმა და საქართველოს სხვა მოკავშირე სახელმწიფოებმა რუსეთს დაუწესონ სერიოზული ეკონომიკური სანქციები შიდა ქართლში ე.წ „საზღვრის“ გადმოწევის გამო და საერთოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, ისევე როგორც ეს გაკეთდა უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინის გამო რუსეთს უამრავი ეკონომიკური სანქცია და პოლიტიკური გართულება აქვს დაწესებული, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო კი– არცერთი. რატომ უნდა გრძელდებოდეს ასე? More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

რატომ მეშინია მარინ ლე პენის გამარჯვების?

25 Apr , 2017  

 

“მე მაქვს ოთხი პრიორიტეტი, დავუბრუნო ფრანგებს სუვერენიტეტი თავიანთ ტერიტორიაზე, თავიანთ ვალუტაზე, თავიანთ ეკონომიკაზე და თავიანთ კანონმდებლობაზე.” – მარინ ლე პენი

 

7 მაისს საფრანგეთში ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ფრანგები საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ. წინასაარჩევნო კამპანია უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ. არჩევნების მეორე ტურს მთელი მსოფლიო ელის. როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევები ვარაუდობდნენ, მეორე ტურში გასვლა ვერ მოახერხა ვერცერთი “მეინსტრიმული” პარტიის კანდიდატმა: მმართველი „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელმა ბენუა ამონმა ხმების 6.4% მიიღო, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა –  20,01%. ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსმა კანდიდატებმა ჯამში 40%-ზე მეტი მიიღეს, რაც კარგად ასახავს ფრანგი მოქალაქეების განწყობას. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე მემარჯვენე-ცენტრისტული „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა საკუთარ ამომრჩეველს ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ასე მოიქცა სოციალისტების კანდიდატი ბენუა ამონიც. მაკრონს მხარი დაუჭირეს: მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ალან ჟუპემ და მანუელ ვალსმა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბერნარდ კაზნევმა და სხვა უამრავმა ყოფილმა თუ მოქმედმა პოლიტიკოსმა. საფრანგეთი ერთიანდება რადიკალური ნაციონალიზმის წინააღმდეგ. ყველასთვის მოულოდნელად ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონმა (19.62%) საკუთარ მხარდამჭერებს არ მოუწოდა მაკრონის მხარდაჭერისკენ. მან განაცხადა, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხალხს ფაშისტები დაჩაგრავენ, თუ ლიბერალური ელიტის წარმომადგენელი ბანკირები. More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ემანუელ მაკრონი – ლიბერალური ცენტრის აღმასვლა

25 Feb , 2017  

 „როცა პოლიტიკა მისიის ნაცვლად პროფესიაა, პოლიტიკოსები უფრო საკუთარი თავის მსახურები ხდებიან, ვიდრე საზოგადოების.ემანუელ მაკრონი

 

ჩვენ ისტორიულად გამორჩეულ ეპოქაში ვცხოვრობთ. საფრანგეთში წელს უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. შარშან რეფერენდუმზე ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა, ხოლო აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი მომავალი ექნება ნატოსა და ევროკავშირს – ორგანიზაციებს, სადაც გაწევრიანება ჩვენი სურვილი და მიზანია. ამას ემატება რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში და მისი ჩართულობა სირიის კონფლიქტში. More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

თალიბანის ახალი ლიდერი და ორგანიზაციის ხელახალი გაერთიანების შანსი

21 Jul , 2016  

მანსურის ლიკვიდაცია

2016 წლის 21 მაისს ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან, ქალაქ კუეტასთან, ბელუჯისტანის პროვინციაში ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად დაიღუპა თალიბანის ლიდერი ახტარ მუჰამედ მანსური. თალიბანის ზოგიერთი წევრი პაკისტანის სპეცსამსახურებს მისი ადგილმდებარეობის ამერიკელებისათვის მიყიდვაში ადანაშაულებდა. მეორე დღეს მისი სიკვდილი დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ავღანურ-პაკისტანურ ურთიერთობებში, ცენტრალური აზიის უსაფრთხოებაში, ასევე აშშ-ის პოლიტიკაში ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ და ა.შ. More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

უშიშროების საბჭო და თანასწორობის პრობლემა?

20 Jun , 2016  

საერთაშორისო სამართალი ფორმალურად აღიარებს სუვერენული თანასწორობის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად ყველა სახელმწიფო მათი გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსების ოდენობის, პოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული ზომისა თუ მოსახლეობის რაოდენობის, სამხედრო ძლიერებისა თუ პოლიტიკური გავლენის მიუხედავად სამართლებრივად ერთმანეთის თანასწორია და, მაშასადამე, თანასწორად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაც. თუმცა გაეროს აქვს ორგანო, უშიშროების საბჭო. გაეროს უშიშროების საბჭო არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთადერთი ორგანო, რომლის რეზოლუციებიც სავალდებულოდ შესასრულებელია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ეს ორგანო გადახედავს გაეროს გენერალური ასამბლეის, ანუ ყველა წევრი სახელმწიფოს კრების, მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებს და აქვს მათი გაუქმების/დაბლოკვის უფლება. გაეროს უშიშროების საბჭო მათ შორის გადახედავს გენ. ასამბლეის გადაწყვეტილებებს გაეროში ახალი წევრების მიღების თაობაზე, ანუ უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე გაეროში არცერთი ახალი წევრი არ მიიღება! დღევანდელ მსოფლიოში კი, სადაც მხოლოდ 2 სახელმწიფო, ვატიკანი და ტაივანი, არ არიან გაეროს წევრები, გაეროს წევრობა უდრის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებას. ეს ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე სახელმწიფო დამოუკიდებელი ვერ გახდება! More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

როგორ მივიდა გაერთიანებული სამეფო BREXIT-ამდე

20 Jun , 2016  

გასული ათწლეულების განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს ცვალებადი და ეჭვებით სავსე დამოკიდებულება ევროპული კავშირის მიმართ მუდამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნაწილი იყო, რომელიც დროდადრო კონტროვერსიის მიქცევა-მოქცევას იწვევდა. 50-იან წლებში ქვეყანამ თავი შეიკავა ევროპის ქვანახშირის და ფოლადის და ევროპის ეკონომიკურ კავშირებთან შეერთებისგან, თუმცა ამ უკანასკნელის წევრი 1973 წელს, ტედ ჰიტის კონსერვატიული მთავრობის მმართველობისას გახდა. ორი წლის შემდეგ გამართულ რეფერენდუმში კი ელექტორატის 67%-ზე მეტმა გამოთქვა ამ ორგანიზაციაში დარჩენის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თავიდან მხოლოდ ცხრა სახელმწიფოს ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციას მოიცავდა, კრიტიკოსები მასში არსებულ ევროპული ზესახელმწიფოს გაჩენის საფრთხეზე საუბრობდნენ. 1992 წელს გაფორმებული მაასტრიხტის შეთანხმება კი კვლავ ცხარე დისკუსიის თემა გახდა – ევროსკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ ევროკავშირის წევრობა არაფერი იყო გარდა სუვერენიტეტის ხელყოფის და მნიშვნელოვანი ბერკეტების ვესტმინსტერიდან ბრიუსელისთვის გადაცემისა. წამყვანი პარტიებიდან ევროსკეპტიკოსების სიუხვით კონსერვატორები გამოირჩეოდნენ. ამის მიუხედავად, თავად პარტიას არასდროს დაუჭერია ანტი-ევროპული პოზიცია. ევროპასთან დაახლოება კონსერვატორების 18 წლიანი და 1997 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ლეიბორისტების 13 წლიანი მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა – ორივე პარტია თანხმდებოდა, რომ ბრიტანეთისთვის ერთიანი ბაზარი მომგებიანი იქნებოდა. თუმცა ბრიტანელებმა ევროკავშირში გამორჩეული სტატუსი მაინც შეინარჩუნეს – მათ უარი თქვეს შეერთებოდნენ შენგენის ზონას, ერთიან ვალუტას (ევრო) და მიაღწიეს შეთანხმებას შემცირებულ საბიუჯეტო კონტრიბუციაზე. More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

კონსერვატიული პოზიცია Brexit-ის წინააღმდეგ

20 Jun , 2016  

სტატია 2016 წლის 8 ივნისს ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა. სტატიის ავტორია დალიბორ როჰაკი, რომელიც კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრის მკვლევარია. როჰაკი აგრეთვე მუშაობდა ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის ეკონომისტად. ის ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და ამჟამად King’s College London-ის დოქტორანტია.

სტატიაში ავტორი კრიტიკულად განიხილავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროპული კავშირის დატოვების სავარაუდო პერსპექტივას და მემარჯვენე-ლიბერალური (თავისუფალი ბაზრის) არგუმენტებით ცდილობს საკუთარი მოსაზრების გამყარებას.

ბრიტანელი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროპულ კავშირს და არა უცხოელი ლიდერებისა, მათ შორის, არც პრეზიდენტ ბარაკ ობამას და არც სსფ-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდისა, რომლებმაც თავიანთი აზრი უკვე დააფიქსირეს. თუმცა ამომრჩევლებმა ავტომატურად არ უნდა უკუაგდონ ობამასა და ლაგარდის პოზიცია. ამის მაგივრად, ისინი კარგად უნდა ჩაუფიქრდნენ საკითხის არსს. More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების შესახებ

23 Feb , 2016  

არაღიარების მნიშვნელობა

ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ერთადერთი მყარი გარანტიაა დღევანდელ მსოფლიოში სტაბილური სუვერენული სახელმწიფოების არსებობაა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და აღიარება, რათა შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა, სტაბილურობა და პასუხისმგებელი სახელმწიფოები, რომელთა ხელისუფლებები და იურისდიქცია არ იქნება იმდენად ცვალებადი, რომ ვერ შეძლოს ადამიანთათვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა ვენესუელაში

24 Jan , 2016  

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების წაგებისა და სავალალო ეკონომიკური სიტუაციის ფონზე სამხრეთამერიკული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ზომის მეშვეობით პრეზიდენტი შეძლებს სახელმწიფოს მართვას 60 დღის განმავლობაში საპრეზიდენტო დეკრეტების მეშვეობით, რომლებსაც არ სჭირდება პარლამენტის დადასტურება. More…