პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

არალიბერალური დემოკრატიების აღზევება ევროპაში

20 Jan , 2016  

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილმა სატელიტმა რესპუბლიკებმა აირჩიეს განვითარების საკუთარი გზები. თითოეული ეს გზა უნიკალურია – დაწყებული ცენტრალური აზიის ტოტალიტარიზმით და დამთავრებული ლიბერალური, თანამედროვე დემოკრატიებით ბალტიის ქვეყნებში. საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკურმა განვითარებამ  ყველაზე რთული გზა მოუტანა – სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კრახი, ომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ხოლო შემდგომ – ვარდების რევოლუცია, მოდერნიზაცია და ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიციის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირანის ბირთვული შეთანხმების კულმინაცია

19 Jan , 2016  

16 იანვარს ირანს სანქციები მოუხსნეს. ეს არის დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად ივლისში მიღებული “საერთო ყოველმხრივი მოქმედების გეგმის” აღსრულება, რომელიც დაიდო ირანის ისლამურ რესპუბლიკას, 5+1 ქვეყნებსა (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და ევროკავშირს შორის. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,რელიგია,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

საუდის არაბეთის სამეფოს რეგიონული პოლიტიკა

7 Jan , 2016  

ბოლო კვირაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად დაძაბა ურთიერთობა საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს 47 ადამიანი, რომლებთაც ბრალი ტერორიზმში, ექსტრემიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ედებოდათ. მათ შორის იყვნენ ალ-კაიდას წევრებიც, თუმცა მთავარი ხმაური მოჰყვა შიიტი მქადაგებლის შეიხ ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯას. More…

ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

საუდის სამეფო ირანული რესპუბლიკის წინააღმდეგ

5 Jan , 2016  

2016 წლის 2 იანვარს საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა გავლენიანი ღვთისმეტყველი, ნახევარკუნძულზე მცხოვრები შიიტური უმცირესობის ლიდერი, ნიმრ ბაქრ ან-ნიმრი. მასთან ერთად საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა კიდევ 47 ადამიანი – რამაც გამოიწვია საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების აქამდე არნახული დაძაბულობა. More…

პოლიტიკა,რელიგია,საერთაშორისო ურთიერთობები

პუტინი – “ღვთის საჩუქარი”

19 Dec , 2015  

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დღემდე ებრძვიან იმისთვის, რომ რელიგია არ ერეოდეს პოლიტიკაში ან პირიქით. თანამედროვე სამყაროში ცივილიზებული სახელმწიფოები იბრძვიან ისეთი წყობის შექმნისთვის, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების გამიჯვნას გულისხმობს რელიგიურისგან. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

რუსეთის ანტითურქული სანქციები

19 Dec , 2015  

24 ნოემბერს თურქეთისა და სირიის საზღვრის მახლობლად თურქულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო რუსული სუ-24 თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. ამას მოჰყვა რუსეთის მკვეთრი რეაქცია, რომელიც უარყოფდა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, ხოლო თურქეთმა ნატოს მუდმივმოქმედი საბჭო მოიხმო კონსულტაციებზე. პუტინმა გადაწყვიტა, უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადაედგა და არ შეაფასა ეს ინციდენტი გაუგებრობად და თვითმფრინავის ჩამოგდება “ზურგში დანის ჩაცემა” უწოდა. მოთხოვნილი ბოდიშის მიუხედავად, თურქულმა მხარემ იქით მოითხოვა ბოდიში მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რომელიც ადრეც რამდენჯერმე მოხდა. More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,ტერორიზმი

China Vs. ISIS?

2 Dec , 2015  

13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა საშინელმა ტერორისტულმა აქტებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა ტერორიზმის და მისგან მომავალი საფრთხის საკითხი. აქტიურად დაიწყო საუბარი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ კოალიციებზე, სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობაზე, მისიების გაძლიერებასა და ა.შ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში პრესა ძირითად აქცენტს აკეთებს აშშ-ზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, მე კი გამიჩნდა კითხვა, რამდენად გამოიწვევს საფრანგეთის 9/11 ანტიტერორისტულ ბანაკში ჩინეთის გააქტიურებას? ამ ესეში შევეცდები ჩემივე კითხვას თავად გავცე პასუხი.

More…

ეკონომიკა,ისტორია,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

სი-მას შეხვედრა: Bye Bye “One-China”?

20 Nov , 2015  

მიმდინარე თვის დასაწყისში ლანჭოუში ტაქსით მომიწია მგზავრობა მეგობართან ერთად. გზა საკმაოდ დიდი იყო და მეგობარს არაერთ თემაზე ვესაუბრე ქართულად, მაგრამ უეცრად მძღოლის ყურადღება ჩემი წინა სტატიის თემამ მიიქცია, ვლაპარაკობდით ჩინეთში ერთი შვილის პოლიტიკის ორი შვილის პოლიტიკით ჩანაცვლების შესახებ და რამდენჯერმე ვახსენეთ პრეზიდენტი სი ძინპინი.

გაკვირვებულმა მძღოლმა თავისთვის ჩაილაპარაკა ამ უცხოელებს ჩვენი პრეზიდენტის სახელი სცოდნიათო.

გამეღიმა და ჩინურად ვუპასუხე, რომ არა მარტო სახელი ვიცოდით, არამედ ჩინეთის პირველი პირის ქმედებებსაც აქტიურად ვადევნებდით თვალს. More…

ეკონომიკა,პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

სი ძინპინის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში – “გაქცევა ჩინეთისკენ?”

26 Oct , 2015  

19-23 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი გაერთიანებულ სამეფოს ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით. ამრიგად სი გახდა ჩინეთის პირველი პრეზიდენტი ბოლო ათი წლის განმავლობაში ვინც ბრიტანეთს ესტუმრა, მიგვანიშნა რა ამით, ჩინურ-ბრიტანული ურთიერთობების გამოცოცხლებაზე, რომელსაც 2012 წლის შემდეგ (მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კამერონი დალაი ლამას შეხვდა) საუკეთესოს ვერ ვუწოდებდით. 2013 წლიდან დაიწყო ურთიერთობების დალაგება, ამ დროს კამერონი პეკინს ესტუმრა და ორ ქვეყანას შორის 9 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებიც კი გაფორმდა, ამას შემდეგ მოჰყვა კამერონის ჩინელი კოლეგის, ლი კეციანის ვიზიტი ლონდონში და ახალი, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები. წელს ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის, ჩინეთის ვიცე პრემიერმა, ვან ჩაომ განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა “გაზარდონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ფინანსები, კულტურა და პერსონალური გაცვლა”. სის ვიზიტამდე კი ჩინეთს გაერთიანებული სამეფოდან კანცლერი ჯორჯ ოსბორნი ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ “ბრიტანეთი უნდა გაიქცეს ჩინეთის მიმართულებით”. “ჩვენ უნდა ვაკეთოთ მეტი ბიზნესი ჩინეთთან, უნდა გვქონდეს მეტი კავშირი ჩინურ ეკონომიკასთან. ჩვენმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მყარი კავშირი უნდა დაამყარონ. ჩვენი შეტყობინება ჩინეთისადმი ნათელია: ჩვენ გვინდა, რომ დიდი ბრიტანეთი იქცეს ჩინეთის საუკეთესო პარტნიორად დასავლეთში” განაცხადა ოსბორნმა.

More…