პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

არალეგალური მასობრივი პასპორტიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

15 Feb , 2015  

რუსეთის ფედერაციის მოქმედებების არალეგალურობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ომის დროსა და ომის შემდეგ შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად წარმოვადგინოთ.  ერთი მათგანი იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ შუამავლის პოზიციასა და მის მოქმედებებს შორის შეუსაბამობა. ამის აშკარად გამოსაკვეთად ჯერ ღირს შევაფასოთ რუსეთის მოქმედებები ქართული მოსახლეობის მიმართ 2008 წლის კონფლიქტის პერიოდში და მის შემდეგ.

More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ნატოს ინტერვენცია იუგოსლავიაში: რეალიზმისა და ლიბერალიზმის გზაგასაყარზე

13 Feb , 2015  

საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიები მსოფლიო განვლილი და არსებული პოლიტიკური პროცესების მეტ-ნაკლებად ობიექტური და ჭეშმარიტი აღწერის, ახსნის და მომავლის წინასწარმეტყველების მიზნით იქმნებოდა. შედეგად მივიღეთ სხვადასხვა ხედვათა მთელი წყება, რომელიც მოიცავს როგორც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ასევე ერთმანეთის მსგავს, და ზოგჯერ საზიარო ელემენტების მქონე თეორიებს. თეორიების გააზრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი მისადაგების შესაძლებლობა რეალობაში მომხდარ ფაქტებთან.

More…

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურა ცივი ომის შემდეგ

13 Feb , 2015  

ძალთა ბალანისა და კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორები სხვადასხვა მხრიდან აღწერენ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის წყობას ცივი ომის შემდეგ. ძალთა ბალანის თეორიას შეესაბამება ჯონ მერშჰაიმერის „აგრესიული რეალიზმი“, ხოლო ურთიერთდამოკიდებულების თეორიას – ნეოლიბერალური ინსტიტუციონალიზმი.

ძალთა ბალანსი აღწერს ურთიერთობებს დიდ ძალებს შორის. პირველ ისტორიულ შემთხვევად ითვლება ვესტფალიის ზავის (1648) შემდგომი პერიოდი. უახლესი მაგალითი ემთხვევა ცივი ომის შემდგომ პერიოდს. ძალთა ბალანის თეორია ხშირად გამოიყენება სახელმწიფოების სისტემის დასახასითებლად. მიუხედავად ამისა, თეორიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი ძირითადი არგუმენტები ეხება სუვერენულ სახელმწიფოებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის სავარაუდო დასასრულს, ხოლო ძალთა ბალანსი გათვლილია სწორად სახელმწიფოებრივი მოწყობის სისტემაზე. More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირანი – სწრაფვა რეგიონული ლიდერობისკენ

13 Feb , 2015  

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ირანი ცდილობდა ჩამოყალიბებულიყო მდგრად სახელმწიფოდ, მაგრამ გარე თუ შიდა ფაქტორები ამის საშუალებას არ აძლევდა. ცივი ომის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ირანზეც აისახებოდა და ზესახელმწიფოების ბრძოლის ერთ-ერთ ასპარეზს წარმოადგენდა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1979 წლის შემდეგ.

ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია, რითაც ირანის საგარეო და საშინაო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ჩამოყალიბდა ისლამური სახელმწიფო სულიერი ლიდერის ხელმძღვანელობით. მოყოლებული ისლამური რევოლუციიდან ირანი ცდილობს რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავოს, რაშიც, რა თქმა უნდა, მეტოქეები ჰყავს.

More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები

ირან-ამერიკის ურთიერთობა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები: რეალიზმი, ლიბერალიზმი და კონსტრუქტივიზმი

13 Feb , 2015  

ურთიერთობები ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. თავდაპირველად, ბრიტანული და რუსული კოლონიური ინტერესებისაგან დამფრთხალი ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიქვამდა სანდო დასავლურ ძალად და ამერიკელი ფინანსისტები – არტურ მილსპო და მორგან შუსტერი,  ხაზინდარ-გენერლებადაც კი დანიშნა იმდროინდელმა შაჰმა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ირანი დალაშქრეს ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა. მაგრამ, ურთიერთობები კვლავაც პოზიტიური რჩებოდა ამერიკასა და ირანს შორის მოჰამად მოსადეყის მმართველობის ბოლო პერიოდამდე, რომელიც  MI6-ის (საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც სამხედრო დაზვერვის მე-6 ნაწილი) მიერ ორგანიზებული გადატრიალების შედეგად გადააგდეს ტახიტიდან. More…