პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

რა უნდა ვიღონოთ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ?

14 Aug , 2017  

საქართველომ უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ ევროკავშირმა, მისმა წევრმა და საქართველოს სხვა მოკავშირე სახელმწიფოებმა რუსეთს დაუწესონ სერიოზული ეკონომიკური სანქციები შიდა ქართლში ე.წ „საზღვრის“ გადმოწევის გამო და საერთოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, ისევე როგორც ეს გაკეთდა უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინის გამო რუსეთს უამრავი ეკონომიკური სანქცია და პოლიტიკური გართულება აქვს დაწესებული, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო კი– არცერთი. რატომ უნდა გრძელდებოდეს ასე? More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

უშიშროების საბჭო და თანასწორობის პრობლემა?

20 Jun , 2016  

საერთაშორისო სამართალი ფორმალურად აღიარებს სუვერენული თანასწორობის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად ყველა სახელმწიფო მათი გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსების ოდენობის, პოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული ზომისა თუ მოსახლეობის რაოდენობის, სამხედრო ძლიერებისა თუ პოლიტიკური გავლენის მიუხედავად სამართლებრივად ერთმანეთის თანასწორია და, მაშასადამე, თანასწორად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაც. თუმცა გაეროს აქვს ორგანო, უშიშროების საბჭო. გაეროს უშიშროების საბჭო არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთადერთი ორგანო, რომლის რეზოლუციებიც სავალდებულოდ შესასრულებელია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ეს ორგანო გადახედავს გაეროს გენერალური ასამბლეის, ანუ ყველა წევრი სახელმწიფოს კრების, მიერ მიღებულ რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებს და აქვს მათი გაუქმების/დაბლოკვის უფლება. გაეროს უშიშროების საბჭო მათ შორის გადახედავს გენ. ასამბლეის გადაწყვეტილებებს გაეროში ახალი წევრების მიღების თაობაზე, ანუ უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე გაეროში არცერთი ახალი წევრი არ მიიღება! დღევანდელ მსოფლიოში კი, სადაც მხოლოდ 2 სახელმწიფო, ვატიკანი და ტაივანი, არ არიან გაეროს წევრები, გაეროს წევრობა უდრის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებას. ეს ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე სახელმწიფო დამოუკიდებელი ვერ გახდება! More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების შესახებ

23 Feb , 2016  

არაღიარების მნიშვნელობა

ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ერთადერთი მყარი გარანტიაა დღევანდელ მსოფლიოში სტაბილური სუვერენული სახელმწიფოების არსებობაა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და აღიარება, რათა შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა, სტაბილურობა და პასუხისმგებელი სახელმწიფოები, რომელთა ხელისუფლებები და იურისდიქცია არ იქნება იმდენად ცვალებადი, რომ ვერ შეძლოს ადამიანთათვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. More…

საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

კოსოვოს აღიარება

31 Aug , 2015  

აღიარების აქტს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში დიდი ადგილი უკავია. იმის მიხედვით, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება აღიარების აქტს, საერთაშორისო სამართალში გამოიკვეთება ორი ძირითადი თეორია – კონსტიტუციური და დეკლარაციული. დეკლარაციული თეორიის მიხედვით, აღიარების აქტს არ გააჩნია დიდი დატვირთვა სახელმწიფოს სამართალსუბიექტობის ჩამოყალიბებაში, ხოლო საკითხი, გააჩნია თუ არა ახალ ერთეულს სახელმწიფოებრიობის მაჩვენებლები, არაა დამოკიდებული აღიარების აქტზე და რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

კონსტიტუციური თეორიის მიხედვით, აღიარების აქტი ასრულებს გადამწყვეტ როლს ახალი წარმონაქმნის საერთაშორისო სუბიექტად ჩამოყალიბებაში. ეს არის აუცილებელი პირობა ახალი სახელმწიფოს წარმოქმნისთვის.

More…

პოლიტიკა,სამართალი

“მანი პულიტე“ – კორუფცია იტალიურად

31 Aug , 2015  

კორუფცია წლების განმავლობაში იყო იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი პრობლემა. განსაკუთრებით მძიმე იყო 1990-იან წლები, როცა იტალია მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე იყო. კორუფციის განვითარებას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობდა, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური სიძნელეები. მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მაღალი გადასახადებითა და ხელისუფლების მხრიდან კრიმინალის წინააღმდეგ მიმართული არაეფექტური პოლიტიკით. ამავე პერიოდს უკავშირდება იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგამოძიებო პროცესი, სახელწოდებით „სუფთა ხელები“.

More…

სამართალი

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში

8 Jul , 2015  

საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც ცხადდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ომიანობის, მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, ეპიდემიების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც ხელისუფლების მხრიდან რთულდება კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიცავს მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას, ასევე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაწესებას. აღნიშნული მექნიზმის გამოყენება საჭირო არის იმისათვის, რომ არეულ სიტუაციაში ქვეყნის მმართველობა ერთმა ადამიანმა ან პატარა საბჭომ გადაიბაროს, რადგან, საზოგადოდ მიიჩნევა,  რომ მსგავს საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებში ასეთი მექნიზმით უფრო მარტივია კრიზისის დაძლევა,  ვიდრე შედარებით ფართო დემოკრატიით. More…

სამართალი

ევთანაზიის პრობლემა ქართულ კანონმდებლობაში

6 Jul , 2015  

ევთანაზია  შეიძლება განვმარტოთ, როგორც მოქმედება, რომელიც იწვევს ან ნებას აძლევს ადამიანს უმტკივნეულოდ მოკვდეს, რათა გათავისუფლდეს ტანჯვისგან. ევთანაზია მაშინ და მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, თუ ის გამოიწვევს სწრაფ და უმტკივნეული სიკვდილს და თუ ქმედება,  მთლიანობაში, ავადმყოფისთვის იქნება სასარგებლო. More…

სამართალი

სიცოცხლის უფლება, როგორც ლიბერალური იდეოლოგიის ამოსავალი წერტილი, ევთანაზია და ღირსება

30 Jun , 2015  

სათაურის პირველი ნაწილი, ალბათ, ყველასთვის გასაგებია და მეორეც – მეტ-ნაკლებად, თუმცა, მაინც დავაზუსტებ. ტერმინი ევთანაზია ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება – eu (კარგი) და thanatos (სიკვდილი), მაშასადამე, ევთანაზია კარგი სიკვდილია. თუმცა,  ეს განსაზღვრება საკმაოდ ზოგადია, არსებობს რამდენიმე სახის ევთანაზია – აქტიური და პასიური, ასევე ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი. არანებაყოფლობით აქტიურ ევთანაზიას, მაგალითად, ადგილი ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკებში, ანდა, შორს რომ არ წავიდეთ, ექემ ჯეკ კევორკიანის შემთხვევაში, რომელმაც რამდენიმე ათეული ფსიქიკურად დაავადებული გამოასალმა სიცოცხლეს მათი ადეკვატური ნების გარეშე. აქტიური გულისხმობს ლეტალური დოზის შეყვანას სიკვდილის გამოსაწვევად, ხოლო პასიური – უბრალოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ზომების მიუღებლობას.  რეფერატში ვისაუბრებ მხოლოდ ნებაყოფლობით ევთანაზიაზე, როგორც ლიბერალთა წრეში მორალურად გამართლებულ და ნაკლებად პრობლემატურ ასპექტზე.

More…

პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები,სამართალი

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასება საერთაშორისო სამართლის მიხედვით – თვითგამორკვევა, რეფერენდუმი & სეცესია

27 Jun , 2015  

“ჩვენ გვაქვს იმის ძლიერი რწმენა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალს. მე ვიცი პრეზიდენტ პუტინს ყავს სხვა ტიპის ადვოკატები და ისინი მოვლენათა თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებენ, მაგრამ ისინი ამით ვერავის მოატყუებენ.” – ბარაკ ობამა

პრეზიდენტ ობამას ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, რომ საერთაშორისო სამართალი სხვა არაფერია თუ არა გარკვეული ნორმების რწმენა, რომლებიც დაყოფილია მისაღებად და მიუღებლად, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალი გაცილებით მეტია ვიდრე გარკვეული ადამიანების მოსაზრებები და რწმენები, მას ყველაფერზე აქვს თავისი სამართლებრივი პასუხი. სწორედ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შევეცდები განვიხილო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, გავეცნო  რუსეთის და დასავლეთის პოზიციებს და შემდეგ შევაჯერო ისინი, გავცე სამართლებრივად დასაბუთებული პასუხები ამ ქეისის ირგვლივ დაგროვებულ მთელ რიგ კითხვებს.

More…